ამერიკა - ქვეყნის ნაწილი დასავლეთ ნახევარსფეროში, ასევე ცნობილი, როგორც ”ახალი მსოფლიო”. აერთიანებს ორ კონტინენტს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას ახლომდებარე კუნძულებთან ერთად (მათ შორის, გრენლანდიას). ამერიკა დედამიწის ზედაპირის საერთო ფართობის 8,3% მოიცავს (ხმელეთის 28,4%), აქ თავს იყრის მსოფლიო მოსახლეობის 13,5% (დაახლოებით 900 მლნ ადამიანი).
ინდიელები — ამერიკელი წითელკანიანი აბორიგენი ტომები (ესკიმოსებისა და ალეუტების გარდა); ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხებია — კეჩუა, აიმარა, აცტეკები, მაია, გუარანი, არაუკანები და სხვ. ევროპული კოლონიზაციის გამო მრავალი ტომი განადგურებულ იქნა სრულად ან ნაწილობრივ, ან გასახლებული სხვა ტერიტორიებზე. აშშ-სა და კანადაში ისინი ძირითადად რეზერვაციებში ცხოვრობენ, ბოლივიასა და გვატემალაში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.

- საერთო რაოდენობა: 35 მლნ.
- ენა: ლაპარაკობენ თავის ენებზე, დიდ ნაწილი ასევე ესპანურად (ლათინურ ამერიკაში) და ინგლისურად (ჩრდ. ამერიკაში).
- მორწმუნეები: კათოლიკები, პროტესტანტები, არიან აგრეთვე სინკრეტული კულტებისა და ტრადიციული რწმენების მიმდევრები.