воскресенье, 10 марта 2013 г.

ამერიკა - ქვეყნის ნაწილი დასავლეთ ნახევარსფეროში, ასევე ცნობილი, როგორც ”ახალი მსოფლიო”. აერთიანებს ორ კონტინენტს,  სამხრეთ  და  ჩრდილოეთ ამერიკას ახლომდებარე კუნძულებთან ერთად (მათ შორის, გრენლანდიას). ამერიკა დედამიწის ზედაპირის საერთო ფართობის 8,3% მოიცავს (ხმელეთის 28,4%), აქ თავს იყრის მსოფლიო მოსახლეობის 13,5%  (დაახლოებით 900 მლნ ადამიანი).

ინდიელები — ამერიკელი წითელკანიანი აბორიგენი ტომები (ესკიმოსებისა და ალეუტების გარდა); ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხებია — კეჩუა, აიმარა, აცტეკები, მაია, გუარანი, არაუკანები და სხვ. ევროპული კოლონიზაციის გამო მრავალი ტომი განადგურებულ იქნა სრულად ან ნაწილობრივ, ან გასახლებული სხვა ტერიტორიებზე. აშშ-სა და კანადაში ისინი ძირითადად რეზერვაციებში ცხოვრობენ, ბოლივიასა და გვატემალაში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.
  • საერთო რაოდენობა: 35 მლნ.
  • ენა: ლაპარაკობენ თავის ენებზე, დიდ ნაწილი ასევე ესპანურად (ლათინურ ამერიკაში) და ინგლისურად (ჩრდ. ამერიკაში).
  • მორწმუნეები: კათოლიკები, პროტესტანტები, არიან აგრეთვე სინკრეტული კულტებისა და ტრადიციული რწმენების მიმდევრები.
ინდიელები იყოფიან ე.წ. ამერინდიურ ეთნოლინგვისტურ ოჯახებად: ალგონკინურ-მოსური, ანდო-ეკვატორული, აცტეკურ-ტანური, ჟე-პანო-კარიბული, ხოკა-სიუ, მაკრო-ოტომანგუა, მაკრო-ჩიბჩა, ნა-დენე, პენუტური, ტარასკული.


  1.   ინდიელები
  2. ადამიანის წარმოშობა ამერიკის კონტინენტზე
  3. მასალები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შესახებ. 
  4. ამერიკა ქვის ხანიდან
  5. კანადის ისტორია - კანადელი ხალხის ცივილიზაციის მუზეუმი